1.პროექტის სახელი: საზოგადოება და დაუნის სინდრომი.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:მოსწავლეები გეგმავენ და ატარებენ გამოკითხვას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებუ-ლების შესასწავლად.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები პროეტის განხორციელების მიზნით : -განსაზღვრავენ პრობლემას
-ჩამოაყალიბებენ მიზანს
-ადგენენ კითხვარს
-ატარებენ კვლევას,ადამიანების გამოკითხვას/ოჯახის წევრები,მეზობლები,ნაცნობები,
ქუჩაში გამვლელები/.
-ახდენენ მიღებული შედეგების ანალიზს,დასკვნას და ეძებენ პრობლემის გადაჭრის
გზებს
-ამ მონაცემებით აფასებენ ადამიანების, საზოგადოების, რელიგიის როლს ამ პრობლემის
გადაწყვეტაში, აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.
-აკეთებენ პრეზენტაციას.
4.მონაწილეთა ასაკი: 15-16წ.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მასალების მოძიება, მსჯელობა, კითხვარის შედგენა,
წერილობითი ანგარიშის გაკეთება, პრეზენტაცია.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:
გაზეთი, ბუკლეტი, ფოტოალბომი, აქცია, ვიდეომასალა, ბლოგის შექმნა.
8.სარგებელი სხვებისთვის:საქართველოში უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება დაუნის
სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ, რათა ისინი გახდნენ საზოგადოების სრულ-
ფასოვანი წევრები.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ---
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა, ხელოვნება,ისტორია,ლიტერატურა.
12.პროექტის ფასილიტატორი: ლია მთვარელიშვილი
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: liamtvare@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment